вторник, 23 июля 2013 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

1)პროექტის სახელწოდება:  როგორ  იცვლება  დოლარის და  ევროს  კურსილართან  მიმართებაში?
2)  პროექტის  მთავარი  იდეა:  მოსწავლემ  შეძლოს  მონაცემების  მოძიება ისტ-ის  გამოყენებით,  მონაცემების  წარმოდგენა  ცხრილებით  და  დიაგრამებით.
3)  პროექტის  აქტუალობა:  ისტ-ის  გამოყენება.
4)  პროექტის  მიზნები:  მოსწავლეებმა  ღრმად  შეისწავლონ  ათწილადები,  გაიწაფონ
მათ  შედარება  დალაგებაში.დაეხმაროს  მოსწავლეს  ინფორმაციის  მოგროვების ,
გადამუშავების , თანამშრომლობის,  სამუშაოს  ორგანიზების , საინფორმაციო  ტექნო-
ლოგიების  გამოყენების  უნარ-ჩვევებში.
5)  მოსწავლეთა  ასაკი:  11 - 12  წელი.
6)  ვადები/ხანგრძლივობა:  ორი  კვირა.
7)  მოსალოდნელი  შედეგები / პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას:მოსწავლეებს
განუვითარდებათ  მონაცემების  შეგროვების,  გადამუშავების  წარმოდგენის, კრიტიკული  აზროვნების, ჯგუფური  მუშაობის  უნარ-ჩვევები. შეეძლებათ  საინფორ-
მაციო  ტექნოლოგიების  გამოყენებიათ  ინფორმაციის  მათემატიკური  და  სტატისტიკური  დამუშავება.  შეიქმნება  ცხრილები  და  დიაგრამები  , სადაც  ასახული
იქნება  ვალუტის  ცვალებადობა.
8)  რესურსები: კომპიუტერი,  ინტერნეტი,ვორდი ,მარკერები  და  ფორმატები.
9)  პროექტის  მსვლელობა:  მასწავლებლის  მიერ  კლასი  დაიყოფა  ორ  ჯგუფად
(სამეულებად),   პირველი  ჯგუფი იმუშავებს ,მოიძიონ  ინტერნეტის  გამოყენებით  ინფორმაცია  უკანასკნელი  1 თვის  განმავლობაში  რამდენ  ლარზე  იცვლებოდა 1
ევრო,
მეორე  ჯგუფს  დაევალება
მოიძიოს  ინფორმაცია  ინტერნეტის  გამოყენებით , უკანასკნელი  1 თვის  განმავლობაში
რამდენ  ლარზე  იცვლებოდა  1 ამერიკული  დოლარი.  მოსწავლეები  მოძიებულ
ინფორმაციაზე  დაყრდნობით  ადგენენ  ცხრილებს  და  აგებენ  შესაბამის გრაფიკებს.
10)საგნებთან/ სგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
VI. 12. ახდენს  თვისობრივ  და  რაოდენობრივ  მონაცემთა  კლასიფიკაციას  და  დალაგებას.  ქმნის  მონაცემთა  ცხრილებს.
VI. 13. აგებს  მონაცემთა  ერთობლიობის  დიაგრამებს  და  მსჯელობს მათზე.
11) პროექტის  ხელმძღვანელი:  ია  სარდლიშვილი.
12)  ხელმძღვანელის  ელ.  ფოსტა:  iasardlishvili5@gmail.com
13)  პროექტის  ვებ - გვერდი / ბლოგი:iasardlishvili.blogspot.com